ველოსიპედებით და ფეხით მოსიარულეთა შეჯიბრი

ბათუმში ველოსიპედებით და ფეხით მოსიარულეთა შეჯიბრი გაიმართა. ზღვისპირა ქალაქში, ერთმანეთს ათობით ადამიანი ეჯიბრებოდა. ვინ გახდა გამარჯვებული, ვისი მხარდაჭერით გაიმართა ღონისძიება და რა იყო მთავარი პრიზი იხილეთ ვრცლად სრულიადში.
ღონისძიების ფარგლებში, ბათუმის ცენტრში ველოსიპედებით და ფეხით მოსიარულეთა მსვლელობა გაიმართა. ასევე, კონფერენციის მონაწილეები ფეხითა და ველოსიპედებით გადაადგილების პოტენციალს და არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნენ. ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით გამართულ მარათონში 16 ქვეყნის 65-ზე მეტ წარმომადგენელთან ერთად საქართველოს მთავრობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ადგილობრივი ხელისუფლების, კერძო, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობდნენ.
საქართველო პირველად შეუერთდა 41 ქვეყანას “სკოლაში ფეხით სიარულის საერთაშორისო თვის” აღნიშვნაში. ფეხით მოსიარულე სასკოლო ავტობუსის მიზანია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, უსაფრთხო და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ფეხით სიარულისა და ველოსიპედით მგზავრობის ხელშეწყობა სკოლების მახლობლად საგზაო საცობების და ავტომობილების მიერ გამონაბოლქვის შემცირების გზით. “ფეხით მოსიარულე ავტობუსის” კონცეფცია პირველად 1992 წელს, ავსტრალიაში, დევიდ ენგვიჩთმა გამოიგონა და ყოველწილურად მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღინიშნება.
საერთაშორისო შეხვედრა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების, ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით გაიმართა.


About this entry